ციფრული ჰაბი

პროფესიული განათლების გაძლიერება ინოვაციებისა და უნარების განვითარების გზით

აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში
girl-homepage-new

Join our e-Hub platform

Discover how to get unshakable self-confidence and success by reprogramming your limiting beliefs.

View our lesson

hubs4change-img
აღმოსავლეთ სამეზობლოში ციფრული და მწვანე გარდაქმნის ხელშეწყობა მეწარმეობის გზით

ევროპული ინიციატივა, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოში პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) მოდერნიზებას ისახავს მიზნად

პროექტის მიზანია განათლებასა და შრომის ბაზარს შორის არსებული დისტანციის შემცირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სამეწარმეო ჰაბების შექმნის გზით.
პროექტი მოიცავს:
Cტრენერთა გადამზადების („Train the Trainers“) სამუშაო შეხვედრების ჩატარებას

ტრენინგებისა და თანამშრომლობისთვის ეროვნული ციფრული ჰაბების განვითარებას

ეროვნული სამეწარმეო ჰაკათონების ორგანიზებას

ევროკავშირში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სქემის განხორციელებას

Hubs4Change

Hubs4Change პროფესიული განათლებისა მასწავლებლებსა და სტუდენტებს აძლევს მწვანე, ციფრულ და სამეწარმეო უნარებს, რომლებიც აღმოსავლეთ სამეზობლოს ორმაგი ტრანზიციისთვის მნიშვნელოვანია.

მასწავლებლებისა და ბიზნესლიდერების მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ პროფესიული განათლება კვლავ დარჩეს ინოვაციების, დასაქმებისა და რეგიონული ეკონომიკური ზრდის მძლავრ მამოძრავებელ ძალად.
განხორციელების ჩარჩო
განხორციელების ჩარჩო

პროექტის სამეწარმეო ჰაბის გრძელვადიანი მდგრადობისა და მასშტაბირების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული სახელმძღვანელო.

გაიგეთ მეტი
მენტორის სახელმძღვანელო
მენტორის სახელმძღვანელო

პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც პროფესიული განათლებისა და სწავლების ტრენერებს ეფექტიან სამეწარმეო მენტორებად ჩამოყალიბებაში ეხმარება

გაიგეთ მეტი
ელექტრონული ჰაბის პლატფორმა
ელექტრონული ჰაბის პლატფორმა

დინამიკური ვირტუალური გარემო პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროში ტრენინგებისთვის, თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლისთვის

გაიგეთ მეტი
ჰაკათონები
ჰაკათონები

პრაქტიკული და კონკურენტული ღონისძიებები, რომლებიც პროფესიული განათლების სტუდენტებს მიღებული ცოდნის რეალური ბიზნესგამოწვევეისთვის გადასაჭრელად ეხმარება

გაიგეთ მეტი
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება

შესაძლებლობას აძლევს მაღალი შედეგების მქონე პროფესიულ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება მიღებოს ევროკავშირის ქვეყნებში, რეალურ ბიზნესგარემოში

გაიგეთ მეტი

ჩვენი სამიზნე აუდიტორია

HUBS4Change (პროფესიული განათლება როგორც სამეწარმეო ინსტრუმენტი აღმოსავლეთ სამეზობლოში) არის ტრანსფორმაციული ინიციატივა, რომელიც შექმნილია პროფესიული განათლების მოდერნიზაციისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ევროკავშირის თანადაფინანსებით, პროექტი მიზნად ისახავს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სამეწარმეო ჰაბების შექმნის გზით. ციფრული e-Hub პლატფორმის, ყოვლისმომცველი მენტორის სახელმძღვანელოსა და პრაქტიკული გამოცდილების — როგორებიცაა ადგილობრივი ჰაკათონები და საერთაშორისო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება — შემუშავების გზით, HUBS4Change პროფესიულ მასწავლებლებსა და ტრენერებს აღჭურვავს აუცილებელი მწვანე, ციფრული და სამეწარმეო უნარებით.
mentor
employee
Hubs4Change

მიზნები

HUBS4Change მიზნად ისახავს პროფესიული განათლების პროვაიდერების სამეწარმეო ჰაბებად გარდაქმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლის მსურველების გაძლიერებას, სწავლების პოტენციალის ზრდას, ამასთანავე დააკავშირებს განათლებას ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასთან.

სამეწარმეო ჰაბების მეშვეობით პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდა

მასწავლებლებისა და ტრენერების პოტენციალის გაძლიერება სამეწარმეო სწავლებასა და მენტორობაში

სტუდენტების სამეწარმეო, ციფრული და მწვანე უნარებით აღჭურვა

პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება მცირე და საშუალო ბიზნესების ჩართულობის გზით

ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა მეწარმეობაში

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორებს შორის საზღვრისმიერი პარტნიორობის წახალისება

შეუერთდით პროექტს

Hubs4Change უზრუნველყოფს, რომ პროფესიული განათლება და სწავლება დარჩეს ინოვაციების, დასაქმებისა და რეგიონული ეკონომიკური ზრდის მძლავრ მამოძრავებელ ძალად

5

ქვეყანა

8

პარტნიორი

1 მიზანი

განათლებასა და შრომის ბაზარს შორის არსებული დისტანციის შემცირება

გაეცანით პარტნიორებს

JOIN 450+ FOLLOWERS ON INSTAGRAM

Meet My Community Empowering Your Life!

JOIN 450+ FOLLOWERS ON INSTAGRAM

Meet My Community Empowering Your Life!

Search
Courses

Please enter keywords