Hubs4Change Project

გაეცანით პარტნიორებს

  • Home
  • პარტნიორობა
kainotomia-logo

KAINOTOMIA არის ბერძნული კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა 2013 წელს განათლების სფეროში დაგროვილი დიდი გამოცილების მქონე გუნდის მიერ. ორგანიზაციის თანამედროვე შენობები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ხოლო სასწავლო სივრცეების რაოდენობა შეადგენს 3-ს, სადაც შესაძლებელია 91 ადამიანის გადამზადება.

KAINOTOMIA & SIA EE

KAINOTOMIA-ს მიზანია უწყვეტი პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელება (როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში, საკუთარი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის მეშვეობით), რომლებიც მიმართულია დასაქმებული და უმუშევარი პირების, მასწავლებლების, უმაღლესი განათლების სტუდენტებისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისკენ — პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისა და შრომის ბაზარსა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით. ორგანიზაცია უზრუნველყოფს კარიერულ ორიენტაციას და კონსულტაციას რეგიონული დაინტერესებული მხარეების ქსელებთან თანამშრომლობით და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
KAINOTOMIA-ს მიზანია სწავლის მსურველთა მხარდაჭერა სწავლებისა და სწავლის ახალი მეთოდოლოგიური მიდგომების დანერგვის გზით, განსაკუთრებით იმ მიდგომების, რომლებიც ორიენტირებულია ძირითადი კომპეტენციებისა და საბაზო უნარების, ენობრივი უნარების გამომუშავებასა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ასევე ტრენერების პროფესიონალიზაციის გზით განათლების ხარისხის ამაღლებაზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია სწავლის მსურბელებს სთავაზობს მოქნილი სწავლების ახალ ფორმებს, ვირტუალურ მობილობას, ღია საგანმანათლებლო რესურსებს და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობას.
KAINOTOMIA მიზნად ისახავს მსმენელების უნარების განახლებასა და გაუმჯობესებას ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში მობილობის გზით, რათა გაამყაროს თანამშრომლობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობას, როგორც კულტურათაშორისი განზომილების გამოხატვის ფორმას. KAINOTOMIA წამყვან როლს ასრულებს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე და აქვს დიდი გამოცდილება, პროფესიონალური განვითარების საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული მეთოდოლოგიები შეიმუშავოს ისე, რომ მოდიოდეს შესაბამისობაში პროფესიულ განათლებასთან.

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

ვაიოლი ევა, ვლასტოუ ვლასტოუ

connecting-dots

Connecting Dots არის 2020 წელს ლიეტუვაში დაფუძნებული კერძო ორგანიზაცია. ორგანიზაცია მუშაობს მეწარმეობის, სოციალური ინოვაციების, საზოგადოებრივი ჩართულობისა და არაფორმალური განათლების სფეროებში.

Connecting Dots

მისი საქმიანობა მიმართულია ცვლილებების ინიციატორების, დამწყები ინოვატორებისა და მეწარმეების მხარდაჭერისკენ, რათა მათ შეძლონ მდგრადი და სოციალური გავლენის მქონე ინიციატივების განვითარება.
ორგანიზაცია ადამიანებს და ჯგუფებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ არაფინანსურ მხარდაჭერას მენტორინგის, ქოუჩინგის, ტრენინგებისა და პროგრამების განვითარების გზით. Connecting Dots ხელს უწყობს იდეების სიცოცხლისუნარიან და მდგრად პროექტებად გარდაქმნას, ფლობს ექსპერტიზას პროექტებისა და პროგრამების შემუშავების, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, სტრატეგიული დაგეგმვის, ღონისძიებების ორგანიზებისა და თანამშრომლობითი სწავლების პროცესების ფასილიტაციის მიმართულებით.
Connecting Dots აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ევროკავშირის პროგრამებში, მათ შორის Erasmus for Young Entrepreneurs-სა და Erasmus+-ის პროექტებში. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაცვლას, სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებასა და პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერებას.
ორგანიზაციას ასევე აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქსელერატორის ტიპის პროგრამების განხორციელებაში. მათ შორის აღსანიშნავია მისი წამყვანი ინიციატივა ChangeMakers’ON, რომლის ფარგლებშიც სოციალური ინოვატორები იღებენ მხარდაჭერას მენტორინგის, თანატოლთა შორის სწავლისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით.
საერთაშორისო პარტნიორობებსა და პროექტებში აქტიური ჩართულობის გამოცდილება Connecting Dots-ს საშუალებას აძლევს ეფექტიანად შეუწყოს ხელი საზღვარგარეთულ თანამშრომლობას, სამეწარმეო სწავლასა და მაღალი ხარისხის პროექტების წარმატებით განხორციელებას.

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

სკირმანტაიტე აურელია, იანუსაუსკე ინდრე

Civitta საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომსახურებას 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

LLC "CIVITTA UKRAINE"

კომპანია სთავაზობს მენეჯმენტის კონსულტირებას კერძო სექტორს —როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე მსხვილ კორპორაციებს. ასევე ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას საჯარო სექტორისთვის. მათი საექსპერტო გამოცდილება მოიცავს კონსულტირებასა და ცვლილებების მართვას, პოლიტიკის კვლევასა და სტრატეგიის შემუშავებაში.

Civitta ასევე ახორციელებს ციფრულ მომსახურებას, რაც მოიცავს სრულ ციკლს — დიზაინიდან საბოლოო დეველოპმენტამდე. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს ინოვაციების მიმართულებით, მათ შორის: ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაზე, კორპორაციულ ინოვაციებსა და სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამებზე. კომპანიას აქვს 30-ზე მეტი ოფისი და 750-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი.

უკრაინაში Civitta 10 წელზე მეტია მოღვაწეობს და 100-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. კომპანია ფოკუსირებულია ინოვაციურ მომსახურებაზე, რაც მოიცავს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ჰაკათონებისა და აქსელერატორების ორგანიზებას, კორპორაციულ ინოვაციებს, მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მხარდაჭერის პროგრამებს, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, საგანმანათლებლო პროგრამებს, კვლევებსა და სტრატეგიულ განვითარებას. Civitta თანამშრომლობს სტარტაპებთან, მცირე და საშუალო საწარმოებთან, კორპორაციებთან, ეკოსისტემის აქტორებთან, დონორებთან, ასევე სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

 

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

რუდნიცკა ალინა, ბაბნიუკ დარინა

ივანო-ფრანკივსკის №1 პროფესიული განათლების ცენტრი არის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს უკრაინის განათლების სისტემის ნაწილს. ცენტრი უზრუნველყოფს მოქალაქეების პროფესიული განათლების სერვისების მიწოდებას და მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინტერესებისა და უნარების შესაბამისად დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიასა და კვალიფიკაციას.

Center of Vocational Education No. 1 in Ivano-Frankivsk

ცენტრი ახორციელებს ლიცენზირებულ პროფესიულ პროგრამებს და სთავაზობს როგორც სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას, ასევე პროგრამებს, რომლებიც დაფუძნებულია უკვე მიღებულ საშუალო განათლებაზე. სწავლება მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებში: ტანსაცმლის წარმოება და მომსახურების სფერო (თმის მოვლა). ამჟამად ცენტრში სწავლობს დაახლოებით 600 სტუდენტი შემდეგ პროფესიებზე: კერვა კერვა; ქარგვა ჭრა-კერვა თმის სტილისტი თმის სტილისტი; ვიზაჟისტი ადმინისტრატორი ცენტრს გააჩნია ძლიერი საგანმანათლებლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მოიცავს საკლასო ოთახებს, პრაქტიკის სახელოსნოებს, მედიათეკას და საერთო საცხოვრებელს. სტუდენტები თანამედროვე, სრულად აღჭურვილ გარემოში იღებნ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ პროფესიულ უნარებს, მათ შორის თანამედროვე სამკერვალო ტექნოლოგიების სასწავლო-პრაქტიკულ ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფილია უახლესი აღჭურვილობით და სრულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სტუდენტები ასევე გადიან პრაქტიკულ სწავლებას საწარმოო ობიექტებზე, სადაც კიდევ უფრო აძლიერებენ და ამყარებენ მიღებულ ცოდნას. ცენტრში წარმატებით ხორციელდება შვეიცარიულ-უკრაინული პროექტი DECIDE: VET, რომლის ფარგლებში შეიქმნა კარიერული ორიენტაციის ჰაბი, როგორც პლატფორმა სკოლებთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის. სტუდენტები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდული მეწარმეობის პროგრამებში, როგორიცაა Junior Achievement Ukraine და სოციალური პროექტი Studbiz School of Me. ცენტრი აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მოდერნიზაციას, ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას. ცენტრის სტუდენტები იღებენ მაღალხარისხიან განათლებას, რაც მათ საშუალებას აძლევს თავდაჯერებულად დაიწყონ პროფესიული კარიერა.

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

კოჩუგ ნატალია, იაკუბივ ნატალია

კონსტრუქტ2 თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაარსდა 2017 წელს ზესტაფონში, საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბიქეი ქონსთრაქშენის ერთობლივი ინიციატივით. კოლეჯის მისიაა - გააუმჯობესოს მაღალხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ეფექტურად უპასუხებს შრომის ბაზრის განვითარებად მოთხოვნებს, განსაკუთრებით სამშენებლო და მომიჯნავე სექტორებში.

CONSTRUCTION COLLEGE CONSTRUCT 2

დაარსების დღიდან, კონსტრუქტ2 წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც აერთიანებს ფორმალური და არაფორმალური სწავლების მიდგომებს. კოლეჯი უზრუნველყოფს პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას და ყურადღებას ამახვილებს სტუდენტების საჭირო ტექნიკური უნარებით, პროფესიული კომპეტენციებითა და დასაქმებისთვის საჭირო უნარებით აღჭურვაზე, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელ სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში.

დაწესებულება სთავაზობს პროფესიული პროგრამების ფართო სპექტრს, მათ შორის სამშენებლო პროფესიებს, ელექტრო სისტემებს, კომპიუტერულ ქსელებს, ტოპოგრაფიასა და შრომის უსაფრთხოებას, მოკლევადიან სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომლებიც მორგებულია ბაზრის მოთხოვნებზე.

კონსტრუქტ2ის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს პრაქტიკული სწავლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაში. სწავლება ხორციელდება შესაბამისად აღჭურვილ სახელოსნოებში და სიმულატორების გამოყენებით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტების მზაობას დასაქმებისთვის და უზრუნველყოფს სასწავლო შედეგებისა და ინდუსტრიის მოლოდინების შესაბამისობას.
კონსტრუქტ2, ასევე აქტიურადაა ჩართული არაფორმალურ განათლებასა და პროფესიული ორიენტაციის პროცესში. კოლეჯი ახორციელებს კარიერული ორიენტაციის აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის პროფესიული გზის შესახებ გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას. ეს ინიციატივები მოიცავს კარიერული კონსულტაციის სესიებს, შრომის ბაზრის შესახებ ინფორმირებულობის სემინარებს და ინტერაქტიულ აქტივობებს, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება საკუთარი ინტერესების, ძლიერი მხარეებისა და კარიერული შესაძლებლობების გამოვლენაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლებასა და დასაქმებას შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას სტუდენტებისთვის პროფესიებისა და შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდების გზით.
საერთაშორისო თანამშრომლობა კონსტრუქტ2ისთვის განვითარების ძირითადი კომპონენტია. კოლეჯი აქტიურად არის ჩართული Erasmus+-ის პროექტებში და სხვა საერთაშორისო ინიციატივებში, თანამშრომლობს ევროკავშირის პარტნიორებთან ცოდნის გაზიარების, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვისა და ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერების მიზნით. ამ პროექტების ფარგლებში კონსტრუქტ2მა შეიძინა გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პროფესიული განათლების ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი სამშენებლო პრაქტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია საგანმანათლებლო სისტემებში.

კოლეჯი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ განვითარებაში. კონსტრუქტ2 ხსნის ახალ წარმომადგენლობას ვალეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი თემებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

კონსტრუქტ2ის ძირითადი ღირებულებებია ინკლუზიურობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა. კოლეჯი ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას პროფესიულ განათლებაში და აქტიურად მუშაობს პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დაძლევის მიმართულებით.

ასევე უზრუნველყოფს, რომ პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფენის წარმომადგენლებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

კონსტრუქტ2 აგრძელებს დასავლეთ საქართველოში პროფესიული განათლების წამყვანი პროვაიდერის როლის განმტკიცებას და მხარდაჭერას როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეზე მდგრადი ეკონომიკური ზრდის პროცესში წვლილის შეტანით.

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

ზაქარაშვილი თამარი, გაბუნია თეონა

სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ წარმოადგენს საქართველოში მოქმედ საჯარო პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) მრავალფეროვან პროგრამებს. კოლეჯი ემსახურება როგორც ახალგაზრდებს, ისე ზრდასრულებს და მათ აძლევს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პრაქტიკულ უნარებს. ამჟამად კოლეჯში სწავლობს 500-ზე მეტი სტუდენტი.

სსიპ. კოლეჯი მოდუსი

კოლეჯი უზრუნველყოფს სწავლების პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კულინარია, სილამაზის მომსახურებები, მოდისა და დიზაინის მიმართულება, სოფლის მეურნეობა და სხვა პროფესიული სექტორები. „მოდუსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულ სწავლებას და აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან — კოლეჯს გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიებთან, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სტაჟირების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) და დასაქმების შესაძლებლობებს.
კოლეჯი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში და მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამებში, მათ შორის Erasmus+ ინიციატივებში, არის სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმისა და ქსელის წევრი, მათ შორის პროფესიული სრულყოფის ცენტრების (CoVE) მიმართულებით, და ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მოდერნიზაციას, ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
კოლეჯ „მოდუსს“ აქვს ფილიალი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელია. აღნიშნული ფილიალის მეშვეობით კოლეჯი აქტიურად უწყობს ხელს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას პროფესიულ განათლებაში, მათთვის ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნით.
„მოდუსი“ ასევე ავითარებს ინოვაციურ და ციფრულ მიმართულებებს, მათ შორის ვებდიზაინისა და ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების სწავლებას, და მუშაობს არაფორმალური განათლების გაძლიერებაზე. კოლეჯი პოზიციონირებს როგორც რეგიონული ჰაბი პროფესიული განათლების სფეროში, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, პარტნიორობების განვითარებას და ინოვაციური პრაქტიკების გავრცელებას საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

ქავთარაძე ნინო, ბარბაქაძე რევაზ

areap-logo

AREAP არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2010 წელს მოლდოვას რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი სათაო ოფისი მდებარეობს ედინეცის მუნიციპალიტეტში.

Asociatia Raionala de Educare a Adultilor Prutul de Sus

ორგანიზაცია ორიენტირებულია საზოგადოებების, მოქალაქეების, სპეციალისტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ორგანიზაციების ეფექტურ და ინოვაციურ განვითარებაზე, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულებისთვის საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებით, რომლებიც აერთიანებს ინკლუზიას, განათლებას, გადამზადებას, მხარდაჭერას, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, სოციალურ ინოვაციას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დროებითი სოციალური სერვისების მიწოდებას.

AREAP-ს აქვს საერთაშორისო და ეროვნული პროექტების განხორციელების ფართო გამოცდილება, ასევე დამოუკიდებელი ინიციატივებისა და საქველმოქმედო კამპანიების განვითარების მიმართულებით. ორგანიზაციის ძლიერი მხარეა ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარი არასახელმწიფოებრივი ტრენინგებისა და საგანმანათლებლო რესურსების მეშვეობით, რამაც განსაკუთრებით ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, თავიანთი სამეწარმეო იდეები გადაიქციონ სიცოცხლისუნარიან ინიციატივებად, ასევე ახალგაზრდების ხელშეწყობა სხვადასხვა Erasmus+ პროექტებში, მათ შორის მოხალისეობრივ პროგრამებში.

ორგანიზაციის მიდგომა მყარად ეფუძნება გამოცდილებით სწავლას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ აქტივობებს, როგორიცაა ჰაკათონები, მენტორინგის სესიები და ქოუჩინგი. ორგანიზაცია არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ალიანსისა და Social Firms Europe-ის წევრი.

ამავდროულად, AREAP აქტიურ როლს ასრულებს ეკოსისტემის ძირითად აქტორებს შორის კავშირების გაძლიერებაში უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ საჯარო ადმინისტრაციებთან, კერძო სექტორის პარტნიორებთან და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, რაც უზრუნველყოფს განათლების ბმას შრომის ბაზრის საჭიროებებთან და სამეწარმეო პრაქტიკასთან, ასევე მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების პროცესში.

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

რესეტნიკოვ ალინა, ნიგალსუტა სვეტლანა

sp6

პროფესიული სკოლა №6 არის მთავარი პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულება კიშინოვში, მოლდოვის დედაქალაქში, რომელიც ეძღვნება საბაზო და უწყვეტი პროფესიული მომზადების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. სკოლა ფართოდ არის აღიარებული ტექნიკური და მომსახურების სექტორებში არსებული გამოცდილებისთვის.

Vocational school no.6, Chișinău

მისია – აღჭურვოს სტუდენტები ბაზარზე მოთხოვნადი კომპეტენციებით. იგი წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო კერას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ მომზადებასთან, რაც კურსდამთავრებულებს საფუძვლიანად ამზადებს კარიერული წარმატებისთვის.
პროფესიული სკოლა №6 დუალური განათლების სისტემის აქტიური პრაქტიკოსია და წარმოადგენს მოდელს იმისა, თუ როგორ შეუძლია პროფესიული განათლების დაწესებულებებს კერძო სექტორთან წარმატებული ინტეგრაცია.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით მისი როლი მოიცავს:
სექტორზე მორგებულ მომზადებას: სკოლა ახორციელებს პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა შედუღება და სხვადასხვა მეთოდით ჭრა; საინფორმაციო ტექნოლოგიები; საავტომობილო მექანიკა და ელექტროტექნიკა; ენერგეტიკა და უსაფრთხოების სისტემები; სტამბური და საგამომცემლო ტექნოლოგიები; ასევე ელექტრონიკა და სატელეკომუნიკაციო სისტემები. ამ პროგრამების მეშვეობით დაწესებულება უზრუნველყოფს პრაქტიკულ მომზადებას, რომელსაც ემატება მყარი თეორიული ცოდნა, რაც კურსდამთავრებულებს ამზადებს თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად შრომის ბაზარზე წარმატებით ინტეგრაციისთვის.
ინდუსტრიასთან თანამშრომლობას: სკოლა ავითარებს მჭიდრო პარტნიორობას ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიებთან, რაც უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების შესაბამისობას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ამ თანამშრომლობის მეშვეობით სტუდენტები იღებენ წვდომას რეალურ სამუშაო გარემოებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ექსპერტიზაზე სხვადასხვა სფეროში — მათ შორის შედუღება და სხვადსხვა მეთოდით ჭრა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საავტომობილო მექანიკა და ელექტროტექნიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოების სისტემები, სტამბური და საგამომცემლო ტექნოლოგიები, ასევე ელექტრონიკა და სატელეკომუნიკაციო სისტემები. ეს მიდგომა უზრუნველყოფს კომპეტენციების შეძენას, რომელიც აკმაყოფილებს როგორც საგანმანათლებლო სტანდარტებს, ისე ინდუსტრიის მოთხოვნებს.
მენტორების კოორდინაციას: სკოლა მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიებში არსებულ მენტორებთან სტუდენტების პროგრესის მონიტორინგისთვის, რაც განმსაზღვრელია იმისა, რომ სამუშაო პრაქტიკის დროს შეძენილი უნარები აკმაყოფილებდეს როგორც საგანმანათლებლო სტანდარტებს, ისე ინდუსტრიის მოთხოვნებს

ჩვენი მენეჯმენტისა და კვლევის გუნდი

ქონდრეა ოლესა, ივანუტა ნატალია

Search
Courses

Please enter keywords