ადგილობრივი სამეწარმეო ჰაკათონები წარმოადგენს პრაქტიკულ, შეჯიბრებით ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სტუდენტების დახმარებას, რათა მათ საკუთარი ცოდნა რეალურ ბიზნესგამოწვევებს მოარგონ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სულ ხუთი ჰაკათონი იმართება, რომელთაგან თითოეულს მასპინძლობს პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.ეს ღონისძიებები აერთიანებს სტუდენტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები და სარგებლობდნენ გადამზადებული მენტორების მხარდაჭერით. ჰაკათონები ახდენს რეალური სამეწარმეო გარემოს სიმულაციას: მონაწილეები გუნდურად მუშაობენ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესისა და შრომის ბაზრის წარმომადგენლების მიერ არის მოწოდებული.ჰაკათონები ასრულებს დამაკავშირებელი ხიდის როლს e-Hub პლატფორმაზე სწავლის ეტაპსა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) ფაზას შორის.
ამასთანავე, ისინი ხელს უწყობს ყველაზე მაღალი მოსწრებისა და ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას. განათლების სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით, აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს HUBS4Change-ის ძლიერი და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
